
დღეს 6 მარტს, 91-ში დიდი მხიარულება იყო - ისმოდა შეძახილი:"91-ს 91-მარჯოს!" ჟღერდა ხმამაღალი მუსიკა, წვიმდა ოქროსფერად და დაფრინავდნენ ჰელიუმის ბუშტები.
91-ს 10 წლის იუბილეზე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ადმინისტრაციამ უმასპინძლა. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს დაბადების დღე კურსდამთავრებულებმაც მიულოცეს და საზეიმო ღონისძიებაზე 91-ში გვეწვივნენ. საიუბილეო ტორტი გლინტვეინის თანხლებით 91ბენდის სიმღერების ფონზე გაიჭრა.
ამ დღეს 91-ს სტუდენტების (BSS 16-2 ჯგუფის) ინიციატივით ჯანსაღ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი - ფოიეში გამართული მიღების შემდეგ 91-ელებმა ეზოში გადაინაცვლეს და 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად სიმბოლურად 10 ხე დარგეს. კიპარისებს ყოველწლიურად, 91-ს ზრდასთან ერთად, თითო ნერგი შეემატება.
91-ფრთხილდით 91-ს და გარემოს!
გახსოვდეთ, 91-ს 10-წლიანი წარმატების განმსაზღვრელი, ხარისხიანი განათლებისა და ინოვაციური პროგრამების, პროფესიონალთა გუნდისა და მაღალკვალიფიციური ლექტორების გარდა არიან ჩვენი მოტივირებული სტუდენტები და სასახელო კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი.