91

თეატრი 91დასი

პარასკევი, 07 დეკემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

თეატრი 91დასი მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი "ნიღაბი 2018"-ის მონაწილეა.

7 დეკემბერს (2018) 91დასმა ფესტივალზე ჟან-ბატისტ მოლიერის კომედია "სიყვარული კურნავს" წარმოადგინა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (91) თეატრალური დასის მსახიობებმა ფესტივალის ფარგლებში 2 ნომინაცია და 1 გამარჯვება მოიპოვეს.

  • ნომინაციაში ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა თეატრი 91დასის მსახიობი, ანანო ციცვიძე.
  • ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინაცია მიიღო თეატრი 91დასის მსახიობმა, ქეთი კურტანიძემ.
  • ნომინაციაში მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინაცია მიიღო თეატრი 91დასის მსახიობმა, ზურა ჭაფოძემ.

ჩვენ ვულოცავთ 91დასს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს თეატრალურ სამყაროში და წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ წევრს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა