91

91 Welcome Party 2019

ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე


19 სექტემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის (91) ეზოში გაიმართა 91 Welcome Party 2019.

ღონისძიებაზე ახალ 91ელებს სიტყვით მიმართეს და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა მიულოცეს 91-ს პრეზიდენტმა
რ. მაიკლ ქაუგილმა და 91-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანმა ნატო ტორონჯაძემ.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს საამაყო და ერთგულ 91ბენდს, რომელიც ყველა ღონისძიებას
მუსიკალურად აფორმებს და ალამაზებს. ამავე ივენთზე ჩვენმა პირველკურსელებმა ლუკა გოგიბერიძემ და
ოთო ქათამაძემ ექსპრომტად შეგვისრულეს რამდენიმე სიმღერა, საღამოს დასასრულს კი სცენა დაეთმო DJ-ის.

სასიამოვნო მუსიკის, გარემოს, ფურშეტის, სამახსოვრო ფოტოებისა და გიფების გადაღების ფონზე,
91ელები ერთად და მხიარულად შევხვდით ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

ყველა პირველკურსელს კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას. თქვენ უკვე 91ელები ხართ!

გისურვებთ წარმატებას და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას!


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა