
12 მაისს (2018) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (91) გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.
ტურნირზე წარმოდგენილი იყო 91-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ცხრა გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს, ტურნირის ბოლოს გამოვლინდა ტოპ სამი გუნდი, რომელთაც გადაეცათ ჩვენი სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრები და 91-ს სერტიფიკატები. ჩვენ ვულოცავთ "ვიცი"-სა და "Night Owls"-ს ტოპ 3 გუნდში მოხვედრას.
გამარჯვებულ გუნდს - "314"-ს კი ამასთანავე, მიენიჭა საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მონაწილის საგზური. ჩვენ ვულოცავთ მათ 91-ს ჩემპიონის ტიტულს და წარმატებას ვუსურვებთ უკვე გარესაუნივერსიტეტო ჩემპიონატში.
ასევე უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორებს: