
10 ივნისს (2019) ს. ახმეტელის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 91დასის კიდევ ერთი ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.
„უსახელო ვარსკვლავი“
მიხეილ სებასტიანის პიესის მიხედვით
კომედია ერთ მოქმედებად
91დასი სამი წლის წინ ჩამოყალიბდა. ამ დროის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე სპექტაკლის პრემიერა, თეატრალური დასის მსახიობებმა მონაწილეობა მიიღეს მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალში "ნიღაბი 2018", სადაც 2 ნომინაცია და 1 გამარჯვება მოიპოვეს. ასევე, 91დასი არის პირველი სტუდენტური დასი, რომელიც პოლონეთში მიიწვიეს.
91 წარმატებას უსურვებს 91დასს და მის თითოეულ წევრს!