
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (91) ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად!
ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" () ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა - 91-ს სახელით ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას!
გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა კლუბის განვითარებაში და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, საფეხბურთო კლუბის წევრებს შევთავაზეთ ჩვენი სასერტიფიკატო კურსები სრული დაფინანსებით, მათთვის სასურველი მიმართულებით.