91

სიახლეები და ღონისძიებები

გახდი 91-ელი - აბიტურიენტთა კვირეულის პირველი დღე

გახდი 91-ელი - აბიტურიენტთა კვირეულის პირველი დღე

ოთხშაბათი, 09 მარტი, 2016

აჩვენე კალენდარზე

აბიტურიენტების კვირეულის პირველი სტუმრები 91-ს 9 მარტს ეწვივნენ. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ბიზნესის, ასევე სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკǃების ლექციებს დაესწრნენ. 

პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. აბიტურიენტებმა უნივერსიტეტი 91-ს ელჩებთან ერთად დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს 91-ს პროგრამების, გადახდის ახალი სისტემისა და 91 გრანტის  შესახებ და საჯარო ლექციებზე დასწრების სურვილიც გამოთქვეს. 91-ში ექსკურსიისას განსაკუთრებული მოწონება 91 ლაუნჯმა და კაფეტერიამ დაიმსახურა, რაც სტუდენტების განტვირთვის საუკეთესო ადგილია. 

„გახდი ერთი კვირით 91-ს სტუდენტი“ 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობისთვის საკმარისია ელექტრონული რეგისტრაციის გავლა:

შემოგვიერთდით და გამოსცადეთ 91-ს სტუდენტობა თუნდაც ერთი დღით.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა